პროექტის შესახებ

Abiturient.ge წარმოადგენს ვებ-კატალოგს აბიტურიენტებისთვის. კატალოგში თავმოყრილია ყველა აკრედიტებული სასწავლებლის საგანმანათბებლო პროგრამა (სრული ინფორმაციით), რომელზეც გამოცხადებულია მიღება მოცემულ სასწავლო წელს. სასწავლებლების მიხედვით დალაგებულ პროგრამების ერთიან ბაზაში სასურველი პროგრამის მოძიება ხდება ფილტრაციის სისტემის საშუალებით. . სისტემაში წარმოდგენილია 2013-2014 სასწავლო წელს გამოცხადებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამის (სულ 619) შესახებ ინფორმაცია. ყოველ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად სისტემაში განთავსდება ახალი სასწავლო წლის შესაბამისი ინფორმაცია.

Abiturient.ge საშუალებას იძლევა, მოქნილი საძიებო სისტემის საშუალებით აბიტურიენტმა ადვილად მოიძიოს და სრული ინფორმაცია მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება და შეარჩიოს მისთვის ყველაზე საინტერესო და ხელსაყრელი პროგრამები.

ძიებას აადვილებს ტეგების სისტემა - შემოთავაზებული საძებო სიტყვები, ე.წ. "ქივორდები". გარდა ტეგებისა, პროგრამების მოძიება ხდება 4 ბლოკად დაყოფილი საძიებო ველების საშუალებით:

1. სასწავლებელი - ბლოკში მოცემული ფილტრების საშუალებით პროგრამის ძიება ხდება სასწავლებლის მახასიათებლებით, რომელიც ახორციელებს პროგრამას:
• სასწავლებლის დასახელება ან კოდი;
• ქალაქი;
• საერთო საცხოვრებელი.

2. პროგრამა - ბლოკში მოცემული ფილტრების საშუალებით ხდება პროგრამების ძიება პროგრამის პარამეტრების მიხედვით:
• სასწავლო წელი;
• პროგრამის მიმართულება;
• დარგი/სპეციალობა;
• კრედიტების რაოდენობა;
• სწავლების ენა;
• საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ან კოდი;
• აკრედიტებული;
• წლიური გადასახადი;
• ადგილების რაოდენობა;
• დაფინანსება.


ესკიზი 1. ძიება სასწავლებლის პარამეტრებით 


 ესკიზი 2. ძიება პროგრამის პარამეტრებით

3. ბარდება - პროგრამებს ეძებს მათზე სწავლის გასაგრძელებლად ჩასაბარებელი საგამოცდო საგნის ან საგანთა კომბინაციის მიხედვით. ბლოკში მოცემულია ყველა საგანი, რომელიც ბარდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. პროგრამების ფილტრაცია შესაძლებელია როგორც ჩასაბარებელი კონკრეტული საგნით, ასევე ამ საგნისთვის მინიჭებული კოეფიციენტითა და კომპეტენციის ზღვრით.

4. არ ბარდება - ბლოკში მოცემულია საგანთა ჩამონათვალი, რომელიც ბარდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. საგნის ან საგანთა კომბინაციის მონიშვნით მოიძიებთ პროგრამებს, რომელზეც მონიშნული საგანი/საგნები არ ბარდება.


ესკიზი 3. ძიება საგნების მიხედვით

ძიების შედეგები შეგვიძლია წარმოვადგინოთ სასურველი სახით - დავარეგულიროთ გამოტანილი სტრიქონების რაოდენობა, დავალაგოთ შედეგები სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ამოვაგდოთ შედეგიდან კონკრეტული სასწავლებლის პროგრამები.


ესკიზი 4. ძიების შედეგების ცხრილის რეგულირება

 

პროგრამის დასახელებაზე მიჭერით მოვხვდებით პროგრამის შიდა გვერდზე, სადაც შეგვიძლია ვნახოთ სრული ინფორმაცია, ხოლო სასწავლებლის დასახელებაზე მიჭერით მოვხვდებით სასწავლებლის გვერდზე. სისტემაში წარმოდგენილ თითოეულ სასწავლებელს აქვს საკუთარი გვერდი, სადაც შესაძლებელია სასწავლებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება (ზოგადი ინფორმაცია, სასწავლებლის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოგალერეა, ვიდეო).

Abiturient.ge გთავაზობთ საკუთარი მომხარებლის ქცევის ანალიზის შედეგად მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებსაც - ყველაზე რეიტინგული სასწავლებლებისა და ყველაზე რეიტინგული პროგრამების შესახებ.

 

 

ყურადღება! სისტემა არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის. არ არის გამორიცხული უზუსტობები. საძიებო სისტემის გამოყენებით მიღებული ინფორმაცია არ წარმოშობს რაიმე სახის უფლებებს და ვალდებულებებს სისტემის მომხმარებელსა და პროექტის ავტორებს შორის. განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ საინფორმაციო ცნობარს (ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013, გამოცდების ეროვნული ცენტრი, "ცნობარი აბიტურიენტებისთვის").